საკონსულო თანამდებობის პირები:

ა) დაიცავენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ინტერესებს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში; ხელს შეუწყობენ წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული, საზოგადო, სამეცნიერო, კულტურული, ტექნიკური, საზღვაო და სამოქალაქო ავიაციის კავშირების განვითარებას, აგრეთვე მათ შორის მეგობრული ურთიერთობების სხვაგვარად განვითარებას;

ბ) დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს; ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა კანონიერი გზით აცნობებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებს ნებისმიერი ინცინდენტისა და ფაქტის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ინტერესებს;

გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებული პრაქტიკისა და წესების დაცვით, წარმოადგენენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო ან სხვა ორგანოებში, აგრეთვე მიიღებენ შესაბამის ზომებს თავიანთი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, თუ ამ მოქალაქეებს ადგილზე არყოფნის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ დროულად განახორციელონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

დ) ყველა კანონიერი გზით გაერკვევიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული, საზოგადო, სამეცნიერო, კულტურული და ტექნიკური ცხოვრების პირობებსა და მოვლენებში. აცნობებენ მათ შესახებ წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას და მიაწოდებენ ინფორმაციას სხვა დაინტერესებულ პირებს;

ე) ამ კონვენციის 73-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, შეასრულონ სხვა ფუნქციები ამ კონვენციის, მხარეთა ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისა