1. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ:

ა) შეადგინონ, შეავსონ და გადააგზავნონ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სამოქალაქო მდგომარეობასთან დაკავშირებული აქტები;

ბ) გააფორმონ ქორწინების აქტები, იმ პირობით, რომ ორივე მხარე წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეა. აღნიშნული უნდა ეცნობოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას, თუკი ამას მოითხოვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა;

გ) მიიღონ დაქორწინებაზე თანხმობასთან დაკავშირებული აქტები მხარეების სხვადასხვა მოქალაქეობის შემთხვევაში;

დ) გააფორმონ განქორწინების აქტები ან ანოტაცია წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარეების თანდასწრებით;

ე) გამოითხოვონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ასლები და ამონაწერები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ შესაბამის პირებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებიდან და დადგენილებებიდან გამომდინარე მოვალეობებისაგა