1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დროულად შეატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირებს ყოველი შემთხვევის შესახებ, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვან ან ქმედუუნარო პირის ინტერესებს.
2. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიიღონ განცხადებები შვილად აყვანის თაობაზე, დაიცვან წარმდგენი სახელმწიფოს არასრულწლოვანი და ქმედუუნარო პირების უფლებები და ინტერესები და ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, მიიღონ ზომები, რათა ამ პირებს დაენიშნოთ მეურვეები ან მზრუნველები და აგრეთვე კონტროლი გაუწიონ მათი მანდატის შესრულებას.
3. საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ სთხოვონ თანამშრომლობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ამ პირების წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნების ნებართვის მიღების მიზნი