მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი)
თავი IX — მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.
2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ბს-575(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
…ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელსაც უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე. სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა…
…სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის განმარტებით, დღემდე არ არის შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციის 82.2, 42.9 მუხლების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.5 მუხლის, სასჯელაღსრულლებისა და პრობაციის სამინისტროს 25.01.16 წლის #MOC01600000398 ბრძანების არ შესრულებას…
…ვადა განისაზღვრა 23.05.2015 წლამდე. 1.2.5. 22.06.2015წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მ. ღ-მა ცნო სარჩელი. 1.2.6. აპელანტი (მოპასუხე) სადავოდ ხდიდა მის სათანადო მოპასუხეობის საკითხს, რასაც პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლზე მითითებით. 1.2.7. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ მესამე პირი არ იყო ინფორმირებული პროცესის თაობაზე, რადგანაც…
…იმ საპატიო გარემოებების არსებობის თვალსაზრისითაც, თუ რატომ გახდა შეუძლებელი საქმის წარმოების ამ ეტაპზე მის მიერ საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელება და წარმოიშვა სხვა საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლი მოითხოვს შესაბამისი პირობების არსებობას საპროცესო წარმომადგენლის დასანიშნად და სასამართლოს არ ავალდებულებს, ქმედუუნარო…
საქმე №ას-515-862-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2007
…მან მოპასუხეს განუცხადა პრეტენზია, რომ ბინა არის ძალიან ნესტიანი, უვარგისი საცხოვრებლად. წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით თანხა მაინც დაუტოვეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე და 82-ე, 488-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 29 სექტემბრისა და 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით და იძულებით…
საქმე №3კ-508-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2000