თავი IX — მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
1. სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.
2. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.
3. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.
4. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(128)
საქმე №ას-390-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის ღირებულებას და ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, თუმცა იმავე კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, სარჩელი არის თუ არა იმ პირის მიერ აღძრული ვისაც მოთხოვნის კანონიერი უფლება აქვს; სასამართლოს…
საქმე №ას-1339-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
…უკვე იდავა სასამართლოში და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი, როგორც არასათანადო მხარის მიერ აღძრული, არ უნდა დაკმაყოფილდეს სსსკ-ის 84-ე მუხლის ანალოგიით. 16. პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება მის მართლზომიერ მფლობელობაზე და პირადი ნივთების დაზიანებაზე. პირველ რიგში,…
…მოთხოვნის უფლების მქონე პირის მიერ სარჩელის აღძვრა, საქმის განსახილველად მიღების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომლის დაუცველობისაც გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის წარმოების შეწყვეტაც შეიძლება მოჰყვეს შედეგად ( სსსკ-ის 84-ე მუხლი). 9. ამავდროულად, საგულისხმოა, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს კომპეტენციის საკითხიც, სახელდობრ, აღნიშნული მოსაზრების შეფასებისას შემდეგი…
საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…დოლარის ხელზე მიცემას და რა სამართლებრივი საფუძვლით. 19.6. რაც შეეხება მოთხოვნის დაზუსტებას იმგვარად, რომ თანხის ნაცვლად შ.პ.ს. „ა.თ–ი“-ს გადასცემოდა ამავე თანხის საფუძველზე შეძენილი უძრავი ნივთი, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სსსკ 84-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დაშვება, რომლის თანახმადაც, არსებობს შესაძლებლობა, მხარემ ნაცვლად ნივთისა, მოითხოვოს მისი ეკვივალენტური ღირებულება, ან…
საქმე №ას-216-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2023
…რომელიც შეიძლება გააჩნდეს მხარეს, უნდა გამომდინარეობდეს სწორედ აღნიშნული ურთიერთობიდან და ემყარებოდეს ამ ურთიერთობის ფარგლებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ სსსკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მოსარჩელის საკითხის გარკვევით, განსახილველ შემთხვევაში, არ მიიღწევა სარჩელის გამართულობა, რადგან მოცემულ საქმეში…
საქმე №ას-1677-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
საქმე №ას-696-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2021
საქმე №ბს-50(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
საქმე №ას-955-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
საქმე №ბს-635(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
მუხლი 38. არასათანადო მოთხოვნები— დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია