1. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე
არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.139
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020