თავი IX — მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(49)
საქმე №ას-882-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…ამრიგად, მოპასუხეებს მოსარჩელე ირჩევს და იგი უფლებამოსილია, ნებისმიერი მათგანის მიმართ სარჩელზე უარი თქვას კიდეც. სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, მას შეუძლია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა მოითხოვოს. ამასთან, სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. 4.14.…
საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
…ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საპროცესო კანონი უწყების ჩაბარებას მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, თუ ერთ-ერთ მათგანს ჩაბარდება სსსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და ა.შ. სსსკ-ის 79-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ მიიჩნევა მხარედ სამოქალაქო პროცესში, კერძოდ: „1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.…
საქმე №ბს-1078(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
…ეფუძნება პატიმრობის შესახებ კოდექსით პენიტენციური დაწესებულებისათვის დადგენილი ვალდებულებების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლზე, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა…
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
…452-ე, 456-ე, 463-ე, 464-ე, 937-ე და 938-ე მუხლების საფუძველზე სადავო თანხის დაკისრებაზე, კერძოდ, დაადგინოს, ზიანის ანაზღაურების წინაპირობის – ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. 64. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ საკასაციო სასამართლომ სსსკ-ის 79-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეაფასოს, რატომ არ შეიძლება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა მოპასუხედ გამოვიდეს დავაში. 65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
საქმე №ას-146-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
…მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. ამრიგად, მოსარჩელეა პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს…
საქმე №ბს-305(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…კანონი №486 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; სასამართლოს მეგობარი საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3900 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა…