თავი VIII — სასამართლო შეტყობინება და დაბარება # # #
1. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
2. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(121)
საქმე №ას-1350-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. 19. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2…
საქმე №ას-290-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ: 2024 წლის 1-ელ ნოემბერს მოსარჩელეს უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქალაქ ხაშურში,....... ადრესატმა უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა (თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით…
…განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია (შეად. სუსგ #ას-1060-შ-27-2020, 30.03.21 წ.). 13. სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული…
საქმე №ას-1123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
…წარუდგენლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით (სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საქმეში წარდგენილი საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე ორჯერ განაცხადა უარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა), თუმცა მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა დაუსწრებელი…
საქმე №ას-360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი 2017 წელი; საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; ას-874-2019, 4 ივლისი, 2019 წელი). 23. სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული…
საქმე №ბს-1253(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
საქმე №ას-507-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2024
საქმე №ას-598-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
საქმე №ას-249-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
საქმე №ას-699-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ბს-1239(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-1177-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-624-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
საქმე №ას-1545-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023