1. უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;
დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;
ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;
ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;
ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილია.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. სასამართლო უწყების შინაარსი 1. უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტახტუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. 2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სასარჩელო განცხადებასა და თანდართული საბდოკუთმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგაც, როცაც უწყება უკვე გაგზავნილია. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(88)
- საქმე №ას-1201-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
…მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას, მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში.…
- საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…მისამართზე არსებული სადარბაზოს კარების კოდი დაზიანებულია და ფოსტის წარმომადგენელს ან კურიერს შეეძლო მისი ოჯახის წევრისათვის გადაეცა უწყება, რაც არ განხორციელებულა. კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-ე და 73-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, სასამართლოს ვადებულებას, გამოიყენოს მისთვის ცნობილი ალტერნატიული მისამართები და ტექნიკური საშუალებები. განსახილველ…
- საქმე №ას-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2025
…მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება…
- საქმე №ას-1531-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
…ცნობის საფუძველს“, რაც უკანონოა; 10.8. სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. სსსკ-ის 72.1 მუხლით ამომწურავად არის დადგენილი სასამართლო უწყების შინაარსი, რომლის რომელიმე ელემენტის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო უწყება არასრულად და…
- საქმე №ას-982-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი არ მოიძებნა, უტყუარად ვერ დგინდება ის გარემოება, რომ ბ.ქ–ს განემარტა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, რასაც იმპერატიულად ითვალისწინებს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის…
- საქმე №ას-909-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-707-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ას-81-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ას-363-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
- საქმე №ას-620-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №ას-1772-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
- საქმე №ას-1057-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2019
- საქმე №ას-1704-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2019
- საქმე №ას-486-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2019
- საქმე №ას-1897-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2019
- საქმე №ას-1847-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-44-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1554-1474-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-1365-1285-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-237-237-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-510-510-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-795-744-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2017
- საქმე №ას-1188-1148-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2017
- საქმე №ას-1158-1113-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
- საქმე №ას-966-931-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №ას-670-641-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-1254-1176-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2016
- საქმე №ას-1173-1103-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.01.2016
- საქმე №ას-697-663-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
- საქმე №ას-894-844-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2015
- საქმე №ა-2226-შ-48-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ბს-744-730(2კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2015
- საქმე №ას-930-888-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2015
- საქმე №ას-737-705-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2014
- საქმე №ას-1196-1141-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2014
- საქმე №ას-739-695-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2013
- საქმე №ას-1061-995-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.09.2012
- საქმე №ას-818-770-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-240-232-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2012
- საქმე №ას-1690-1674-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 88-დან.