მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ
თავი VII — საპროცესო ვადები #
განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ 1. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. ვადის გასვამართლო დააკმაყოფის შლებს ამ დეგასეთ განცხადებას სასამართლო მიიღებს, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გასშვლამდე განცხადებია ს შეუტანლობპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზით. 2. ვადის ჩაღდგენის შთვლესახებ გა ნცხამ კოდებქსის შ215-ეტანა მუხლისთან მერთად უ-3 ნდაწილში მითითესრბულდეს ის ს გაპროცესო მოქმედბები. სა, ქართველომს 2006 წლის 13 ივადაც გასულისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №ბს-1181(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
…(იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ.231)) ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბაჟს, მათ სასამართლოსთვის უნდა წარედგინათ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. 14. რაც შეეხება კერძო საჩირის ავტორების მიერ სსსკ-ის 66-ე მუხლზე (განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ) აპელირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული…
საქმე №ბს-717(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.08.2025
…წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ №ბს-799(კ-21), 16.12.2022წ.; №ბს-306(კ-24), 02.05.2024წ.). დამატებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29.07.2025 წლის განცხადება არ წარმოადგენს სსსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე განცხადებას, იგი არ შეიცავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითთებულ რაიმე საპატიო მიზეზზე მითითებას.…
საქმე №ბს-1067(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
…და გაშვებული ვადის აღდგენა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 65- 66-ე და 215-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევას ჰქონდა საპატიო მიზეზი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ისეთი დამაბრკოლებელი…
საქმე №ას-897-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2021
…როგორც კერძო საჩივარი. წარმოდგენილი განცხადებით მხარე მოითხოვს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევას და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო…
საქმე №ას-522-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2020
…4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 65-ე, 66-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 03 თებერვლიდან ჰქონდა…
საქმე №ას-1974-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2019