1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ საკონსულო დაწესებულებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია დაუწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად.
2. საკონსულო თანამდებობის პირს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, უფლება აქვს დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობილი მოქალაქის უფლებები და ინტერესები და, თუ საჭიროა, რეკომენდაცია მისცეს ან დაუნიშნოს ასეთ პირს მეურვე ან მზრუნველი და თვალყური ადევნოს იმ მოქმედებებს, რომლებიც ეხება მეურვეობასა და მზრუნველობა