1. პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ საქმეებზე, წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის სასამართლოსათვის ცნობილი გახდება მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის საფუძვლები, იგი აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

3. თუ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომელსაც შეატყობინებს შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის საფუძვლების შესახებ, სამი თვის განმავლობაში არ აღძრავს საქმეს ან არ აცნობებს საკუთარ მოსაზრებას, საქმეს შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ განიხილავს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც აღნიშნულ მოქალაქეს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება გადაეგზავნება იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.

4. წინამდებარე მუხლის 1-დან 3-მდე პუნქტები ასევე გამოიყენება ქმედუნარიანობის აღდგენასთან მიმართები