1. თუ წინამდებარე თავის II – V ნაწილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, იმ პირთა წინააღმდეგ სარჩელები, ვისაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მათი მოქალაქეობისდა მიუხედავად, წარედგინება ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს, ხოლო იურიდიული პირების წინააღმდეგ სარჩელები წარედგინება იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იურიდიული პირის მართვის ორგანოები, მისი წარმომადგენლები ან ფილიალი.
თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე მოპასუხე, ვისაც საცხოვრებელი ადგილი (ადგილსამყოფელი) აქვს სხვადასხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე, დავა მოსარჩელის ნებისამებრ განიხილება ნებისმიერი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის (ადგილსამყოფელი) მიხედვით.
2. ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევებშიც, როდესაც მის ტერიტორიაზე:
ა) ხორციელდება ვაჭრობა, მოპასუხის საწარმოს (ფილიალის) სამრეწველო ან სხვაგვარი სამეურნეო საქმიანობა;
ბ) შესრულებულია ან სრულად ან ნაწილობრივ უნდა შესრულდეს ვალდებულება, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის საგანს;
გ) მოსარჩელეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის საქმეზე აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.
3. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე საკუთრების უფლებისა და სხვა ნივთიერ უფლებათა შესახებ კომპეტენტურნი არიან მხოლოდ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრული სასამართლოები.
ტვირთის გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადამზიდავების წინააღმდეგ სარჩელები წარედგინება იმ სატრანსპორტო ორგანიზაციის მართვის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომელსაც დადგენილი წესით წარედგინა მოთხოვნ