1. ხელშემკვრელი მხარეები, თხოვნისამებრ, თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მისამართების დადგენაში, თუ ეს აუცილებელია მათი მოქალაქეების უფლებების განსახორციელებლად. ამასთან, თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარე გასცემს მის ხელთ არსებულ მონაცემებს მოთხოვნაში მითითებული პირის მისამართის დასადგენად.

2. ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირთა სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დადგენაში, ვის მიმართაც თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებაში სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილია ქონებრივი მოთხოვნებ