1. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

2. თუ ერთი მეუღლე ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ამასთან ორივე მეუღლე ფლობს ერთი და იმავე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობას, მათი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

3. თუ ერთი მეუღლე არის ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე და ერთი მათგანი ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე კი - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მათი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

4. თუ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირებს, ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე არ გააჩნდათ საერთო საცხოვრებელი, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის უწყებაც განიხილავს საქმეს.

5. მეუღლეთა სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც ეხება მათ უძრავ ქონებას, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება აღნიშნული ქონება.

6. მეუღლეთა პირად და ქონებრივ ურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის 1-დან 3-მდე და მე-5 პუნქტების შესაბამისა