მუხლი 1130. გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე
1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
2. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთა
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-10-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
…კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის უთანხმოება გამოიწვია თ.წ–ის მიერ უნებართვოდ უძრავი ნივთის გასხვისების გადაწყვეტილებამ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მხარის ქონებრივი ინტერესი თანაბრად დაზიანდა. კასატორი მიუთითებს, სსკ-ს 1130-ე მუხლზე და არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საქმეების გაერთიანებაზე უარის თქმის თაობაზე. 10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
…პირველი რიგის მემკვიდრეებისა, მორიგი რიგის მემკვიდრეების არსებობის თაობაზე) მემკვიდრეების არსებობის საკითხი; 19.3. სადავოა აწ გარდაცვლილი მოპასუხის დანაშთი სამკვიდრო ქონების უმკვიდროობა; 20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1130-ე მუხლით დადგენილია: „სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს,…
…თავზე აიღოს ზემოხსენებული საკითხების დარეგულირების ფუნქცია. ეს განპირობებულია საოჯახო კანონმდებლობის ძირითადი მიზნებით, რაც წარმოადგენს შვილების საუკეთესო ინტერესების დაცვას სახელმწიფოს მხრიდან. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ წარმოიშვას სასამართლოს ვალდებულება…
საქმე №3კ/381-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2001
…“ა” საცხოვრებელი სადგომის 21/95 წილი, რომელიც მის სახელზე აღირიცხა საკუთრებაში; 1999 წლის აპრილში ა. გ-ძე და თ. ყ-იანი ოჯახური უსიამოვნების გამო განქორწინდნენ. ა. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ყ-იანის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინების გაყოფა შემდეგნაირად: ქ. თბილისში,.....…
…ანაზღაურება კი ამა თუ იმ პირის პირადი ხასიათის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებაა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მამკვიდრებლის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლებაა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლიდან გამომდინარე და იგი არ შედის სამკვიდრო ქონებაში, შესაბამისად კრედიტორის დაკმაყოფილების ვალდებულება არ გადადის მემკვიდრეზე. ყოველივე…
მუხლი 26. მეუღლეთა პირადი ქონებრივი სამართალურთიერთობანი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ