მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო
1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.
2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
3. მხარდაჭერის მიმღებთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმ მხარდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო 1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს. 2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. 3. სულით მხავარდმყოფობის ან ჭკუასუსტობერის გამო ქიმღედუუნაროდ ცნობილ პირთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმონ მხაწრდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საღჭიროების შემთხვევადში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-915-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
…სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1106-ე, 1120-ე, 1122-ე, 1140-ე, 1143-ე მუხლები გამოიყენა. 7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების…
…ბუნების გათვალისწინებით, განსხვავდება განსახილველი საქმისაგან, ამასთანავე, პალატა მიუთითებს მსგავსი ფაქტობრივი აღწერილობის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით არ ცნო ბათილად ქორწინება, როდესაც საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ქორწინების ბათილობის წინაპირობები…
…ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული აქტის ჩანაწერი აწ გარდაცვლილ მამკვიდრებლისა და მოპასუხის ქორწინების შესახებ. 8. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 61-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი და განმარტა, რომ არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს პირი, რომელიც უკვე იმყოფება…
საქმე №3კ/633-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2003
…და დ. ც-ის ქორწინება მაშინ, როცა ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის ი. დ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უ. კ-ე-დ-ესთან. როგორც ადრე მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 45-ე მუხლისა და ამჟამად მოქმედი სკ-ს 1143-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ ქორწინებით.…
საქმე №3კ/628-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2003
…პირველი ქორწინების ბათილად ცნობა მოხდა მისი სარჩელის განხილვის პერიოდში და აღნიშნული ქორწინების ბათილად ცნობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა შეექმნა სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1143-ე მუხლის II ნაწილი და ქორწინება ნამდვილად ცნო რეგისტრაციის მომენტიდან. სამოტივაციო ნაწილი: პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული…
საქმე №3კ/610-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2002