1. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
2. იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1144-ე მუხლი · სკ 1144
1. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
2. იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლო
მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 1144-ე მუხლი ნებაზე ზემოქმედების (იძულება) შედეგს ქორწინების ბათილად ცნობას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა, ოჯახური მეურნეობის აღდგენა და სხვა.
საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 1144-ე მუხლი ნებაზე ზემოქმედების (იძულება) შედეგს ქორწინების ბათილად ცნობას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა, ოჯახური მეურნეობის აღდგენა და სხვა, მას შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და ჰყავს შვილი.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1144, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1144/