თავი II — საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია
1. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ:
ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო;
ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენცია ვრცელდება განქორწინების დამატებით შედეგებზე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ას-489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…გაამახვილა განსახილველ საქმესთან მიმართებით საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.4 მუხლზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 10.ა, მე-12, 45-ე, 47.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოდავე მხარეები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები და ქორწინება რეგისტრირებულია…
…10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება 11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო…
…კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო…
…სტრასბურგის კოლმარის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის N22/04451 გადაწყვეტილებით, მოხდა გ.ტ–ვის და ე.გ–ვას განქორწინება. ცნობით, გასაჩივრების არარსებობის შესახებ, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს…
საქმე №ას-570-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2023
…განმარტება, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს მოაწესრიგოს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი შემთხვევა და აღმოფხვრას საკანონდებლო ხარვეზი სამართლებრივი შედეგის მისაღწევად (საკასაციო სასამართლო მაგალითის სახით მოიშველიებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის (ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები) დისპოზიციას, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევებზე…
მუხლი 28. ქორწინების შეწყვეტა— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 28. ქორწინების ბათილად ცნობა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ