1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს:
ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს;
ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს;
გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს;
დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს;
ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს.
2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.
თავი XLIV
(ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 356. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ 1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს: ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს; ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს; გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს; დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს; ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს. 2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა. თავი XLIV. (ადმინისტრაციოღებული და) სახელმწიფო‑სქამართლებრივი ურთიერთლობიდანს 1999 წარმოშობილისაქმ 10 დეკემბრის გკანხონილვი №70 – ს თავისებმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მურებანიხ.2