გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002230764
№2-5172/2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - გი------ კუ-----–--
წარმომადგენელი - ლე-–- ბჟ--–---
მოპასუხე - ირ-- პა-----
წარმომადგენელი - ირ-- ზო---
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს გი------ კუ-----–--სა და ირ-- პა-----ს შორის 1995 წლის 21 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ირ-- პა-----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გი------ კუ-----–-- (პ/ნ 61001001---, დაბ: 1-.09.196-წ.) და ირ-- პა----- (პ/ნ 61001012---, დაბ: 1-.02.196-წ.) 1995 წლის 21 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- ქორწინების მოწმობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გი------ კუ-----–-- (პ/ნ 61001001---, დაბ: 1-.09.196-წ.) და ირ-- პა----- (პ/ნ 61001012---, დაბ: 1-.02.196-წ.) ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის ამ ეტაპზე ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, თავად, მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეს თანაცხოვრების გაგრძელება და ოჯახის აღდგენა შეუძლებლად მიაჩნია. ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც აზრი არ აქვს შესარიგებელი ვადის განსაზღვრას. მართალია, მოპასუხე კატეგორიულად წინააღმდეგია განქორწინების, მაგრამ, სასამართლომ მოისმინა რა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა მოსაზრებები და საბოლოოდ, მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და მხარეებს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 1995 წლის 21 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე წინააღმდეგია განქორწინების, ამასთან მან მართალია თანხმობა გამოთქვა შერიგებასა და ოჯახის შენარჩუნებაზე, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს, ვინაიდან მოსარჩელე მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სარჩელი აღძრულია 2017 წლის 25 დეკემბერს და გადაწყვეტილების მიღებამდე, თითქმის 9 თვე გავიდა და მხარეები ვერ შერიდგნენ.
6.4. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეწყვეტისათვის. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
6.5. ამდენად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ გი------ კუ-----–--სა და ირ-- პა----ის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელი კმაყოფილდება, ირ-- პა-----ს გი------ კუ-----–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა. (იხ. საგადასახადო დავალება N0, 23/12/2017 წ, გადამხდელი - გი------ კუ-----–--, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, სახელმწიფოს სახაზინო კოდი - 300 693 150, ბანკის კოდი - TRESGE22).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი------ კუ-----–--ს (პ/ნ 61001001---) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გი------ კუ-----–--სა (პ/ნ 61001001---, დაბ: 1-.09.196-წ.) და ირ-- პა-----ს (პ/ნ 61001012---, დაბ: 1-.02.196-წ.) შორის 1995 წლის 21 იანვარს სააქტო ჩანაწერით N77--------- რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.
3. ირ-- პა-----ს (პ/ნ 61001012---) გი------ კუ-----–--ს (პ/ნ 61001001---) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის (იხ. საგადასახადო დავალება N0, 23/12/2017 წ, გადამხდელი - გი------ კუ-----–--, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, სახელმწიფოს სახაზინო კოდი - 300 693 150, ბანკის კოდი - TRESGE22) გადახდა.
4. განემარტოს მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე