მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას
სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლი · სკ 61
1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.
3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.
4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.
5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(372)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 372-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-225(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლისას კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს დოკუმენტის ფოსტის ან ტელეგრაფისთვის დადგენილ ვადაში ჩაბარებას, კერძოდ, სსკ-ის 61.3 მუხლი განსაზღვრავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქმე №ას-1588-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
…შპს „ს.ფ–იდან“ წარმოადგინა საფოსტო გზავნილის ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი კორესპონდენცია/ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საჩივრის ავტორმა ფოსტას ჩააბარა 2025 წლის 17 ნოემბერს. 9. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქმე №ბს-65(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქმე №ბს-1373(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016). 53. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 61.1 მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. 54. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I).
საქმე №ას-81-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
საქმე №ბს-704(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ბს-1276(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ბს-143(3კ-24.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2025
საქმე №ბს-1045(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
საქმე №ას-1113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2025
საქმე №ბს-238(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
საქმე №ბს-768(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
საქმე №ბს-164(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
საქმე №ბს-251(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
საქმე №ას-1455-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
საქმე №ას-447-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2025
საქმე №ას-1043-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
საქმე №ბს-1076(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2025
საქმე №ბს-883(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2024
საქმე №ას-629-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
საქმე №ბს-472(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2024
საქმე №ბს-595(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2024
საქმე №ას-206-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2024
საქმე №ბს-629(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
საქმე №ას-574-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2024
საქმე №ბს-204(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2024
საქმე №ას-1492-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-1359-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ბს-1145(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2024
…რომ დამფუძნებლის კუთვნილი ბინის გადასახადის გადამხდელის კაპიტალში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს მოჩვენებით - ბათილ (არარა) გარიგებას და მისი დადების მომენტიდანვე იურიდიული ძალის არმქონეა (სამოქალაქო კოდექსის 56.1 და 61.1 მუხლები). გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იძულებითი რეალიზაციის საფრთხე, რომლის არიდებასაც გადასახადის გადამხდელის კაპიტალში ბინის შეტანის აქტი ემსახურებოდა, არაკონსტიტუციურად ცნობილი საკანონმდებლო ნორმიდან (ანუ სახელმწიფოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან) მომდინარეობდა.
…გადასახადის გადამხდელის კაპიტალში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს მოჩვენებით - ე.ი. უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას და, მაშასადამე, დადების მომენტიდანვე, იურიდიული ძალის არმქონეა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.1 და 61.1 მუხლები). გასათვალისწინებელია ისიც, რომ იძულებითი რეალიზაციის საფრთხე, რომლის არიდებასაც გადასახადის გადამხდელის კაპიტალში ბინის შეტანის აქტი ემსახურებოდა, არაკონსტიტუციურად ცნობილი საკანონმდებლო ნორმიდან (ანუ სახელმწიფოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან) მომდინარეობდა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 61, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-61/