1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.
2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია 1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან _– ამ წარმომადგენლების თანხმობით _– მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით. 2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც. 3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ბს-164(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…ავტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს საჩივარი, ეს სასამართლოს მიერ უნდა იყოს აღქმული როგორც საპატიო მიზეზით ვადის გაშვება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ 65-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო მოქმედების ვადის აღდგენის შესაძლებლობას, კერძოდ, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლომ შეიძლება…
საქმე №ას-1480-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2025
…დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენა. 9. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველად. 10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 65-ე და 215.3 მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრით მისი…
საქმე №ბს-226(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
…მოხდისაგან პირობით გათავისუფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ამასთანავე სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში მსჯავრდებულს შესაძლოა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეოებები (ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი და სხვ.). მართალია, როგორც…
საქმე №ას-56-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
…მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაურღვია მას სამართლიანი სასამართლოს უფლება. 11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ განიხილა 2020 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში სსსკ-ის 215.3, 63-ე, 64-ე და 65-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნული დასაბუთებული და საფუძვლიანი მოთხოვნები, რაც ფაქტობრივად და შინაარსობრივად წარმოადგენდა საპროცესო ვადის აღდგენისა და ხარვეზის…
საქმე №ას-522-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2020
…რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 06.02.2020წ.. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღია 06.02.2020წ., რაც ნიშნავს, რომ აპელანტს დარღვეული აქვს გასაჩივრების ვადა. 14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ სსსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლებზე მითითებას იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე…
საქმე №ბს-982(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2020
საქმე №ბს-1211(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
საქმე №ას-200-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2019
საქმე №ას-3-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2019
საქმე №ას-1939-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2019
საქმე №ას-1688-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018