განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
080210118001446657
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210118001446657

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-724-17 26 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - ი---------------- - ი-------------- - - სს ,--------------------------------------- - - ბ----------------–--

დავის საგანი - რეგრესის წესით თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის განსახილველად დაბრუნება და დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოდ ჩათვლა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- სს „------------------------------------ სარჩელი დაკმაყოფილდა;

- იმ---- გვ--------ს სს „-------------------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა 5033,04 ლარის გადახდა.

- იმ---- გვ--------ს სს „-------------------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150.99 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის -150 ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- მოპასუხე ი----------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

- ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2. დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. სს „------------------------------------ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე იმ---- გ---------- მიმართ. მისი მითითებით, 2016 წლის 25 იანვარს ქ. ტყიბულში მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა სა------------ კო------ „უ------–-“ (დაზღვევის პოლისი N-------- დაზღვეული ა-–--–---–---------- (შემდგომში „დამზღვევი“) კუთვნილი ავტომანქანა „-----–---------- სახ. ნომრით K-----;

 

2.2. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი N------------- რომლის მიხედვითაც მომხდარი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ი----------------- ბრალით;

 

2.3. სა------------ კო------მ 2015 წლის 16 თებერვალს სა------------ შემთხვევის აქტის N------- საფუძველზე აუნაზღაურა დამზღვევს ბრალეული პირის მიერ მიყენებული ზიანი 5033.04 ლარის ოდენობით;

 

2.4. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ი----------------ს სს „------------------------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 5033.04 ლარის, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150.99 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 150 ლარის გადახდა.

 

დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად;

 

2.6. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფება;

 

2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა ი-----------------ათვის (პ/ნ 4---------) ჩაებარებინა სარჩელი შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------;

 

2.8. 2017 წლის 13 იანვარს ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სს „------------------------------------ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი----------------ს ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს;

 

2.9. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის;

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით;

 

2.11. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ სს „------------------------------------ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი----------------ს ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს;

 

2.13. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება;

 

2.14. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

 

3. 2018 წლის 05 ივნისს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ი----------------- წარმომადგენელმა ი--------------მ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

 

საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია შესაგებელი წარმოდგენილი იქნა 10 დღიანი ვადის დარღვევით, მაგრამ მასში დაყენებული იყო შუამდგომლობა, რომ აღნიშნული ჩათვლილიყო საპატიო მიზეზად, ვინაიდან მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოპასუხემ ვერ მოახერხა შესაგებლის წარმოდგენა, რის დასტურადაც წარმოდგენილი იყო ცნობა გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოდან. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღნიშნულ საპატიო მიზეზზე და არ მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3.2. გარდა ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან წარმოდგენილი ფასები, რა დაზიანებაც იყო, შეუსაბამოა, ნაწილების ღირებულებაში მითითებულია 2460 ლარი, ხოლო 2573 ლარი - სამუშაოების, რაც წარმოუდგენელია და შეუსაბამოდ მაღალია საბაზრო ღირებულებასთან.

 

დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ივლისს სს „სა------------ კო------ უნ------“-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ი----------------- მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება;

 

3.4. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფება;

 

3.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა ი-----------------ათვის (პ/ნ 4---------) ჩაებარებინა სარჩელი შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------;

 

3.6. 2017 წლის 13 იანვარს ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სს „------------------------------------- სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი----------------ს ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს, ტყიბულის რაიონის სოფელ ს-–----–-;

 

3.7. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა ე.ი. მას შესაგებელი სასამართლოში უნდა წარმოედგინა 2017 წლის 23 იანვრის ჩათვლით;

 

3.8. 2017 წლის 16 თებერვალს ი----------------მ შესაგებელი წარმოადგინა სასამართლოში;

 

3.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხე ი----------------- მიერ შემოტანილი შესაგებელი სს ,-------------------------------------- სარჩელზე დარჩა განუხილველი.

 

დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----------------მ კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

3.11. მოპასუხე ი----------------მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, ამასთანავე სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად;

 

3.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;

 

3.13. სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაგებელი არაა წარმოდგენილი არასაპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებას, ანუ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თუ არსებობს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზი განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლში, რომლის მე-3 ნაწილითაც საპატიო მიზეზად ჩაითვლება შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე;

 

3.14. იმისათვის, რომ ი----------------- საჩივარი ჩაითვალოს დასაბუთებულად და საფუძვლიანად, აუცილებელია მომჩივანმა მიუთითოს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზზე და დაადასტუროს იგი სათანადო მტკიცებულებით. ი---------------- ასეთ მიზეზად ასახელებს დიდი თოვლის გამო სოფელ მ------------ ტყიბულამდე თოვლის გამო გზების ჩაკეტვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფ. მ------------ ტყიბულამდე გზის ჩაკეტვა შეიძლება მიჩნეული იქნეს საპატიო მიზეზად, რადგანაც გზის ჩაკეტვა ისეთი გარემოებაა, რომელიც ი----------------ს არ მისცემდა საშუალებას გამოცხადებულიყო სასამართლოში და წარმოედგინა შესაგებელი, მაგრამ ამ გარემოების მხოლოდ მითითება არაა საკმარისი, ამ მიზეზის საპატიოდ მიჩნევისათვის. სავალდებულოა მისი დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის მიერ მართალია წარმოდგენილია ცნობა გარემოს დაცვის სააგენტოდან დიდთოვლობის თაობაზე, მაგრამ ი----------------მ ვერ დაადასტურა, რომ იგი იმყოფებოდა სოფ. მ--------–-, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ იგი რეგისტრირებულია ქ. ტყიბული, ჯ--–----------------------–-, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს ტყიბულის რაიონის სოფელ ს-–----–-, რაც დასტურდება პოლიციის ბინაზე გამოცხადების ოქმით;

 

3.15. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლით მხარეებმა თვითონ უნდა დაადასტურონ ის გარემოებები, რაზეც უთითებენ სარჩელში, შესაგებელში თუ საჩივარში. მომჩივანმა საჩივარში მიუთითა გზის ჩაკეტვა, მაგრამ ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;

 

3.16. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მართალია მოპასუხეს დავის სურვილი აქვს და ამის გამო წარმოადგინა შესაგებელი (თუმცა დაგვიანებით), მაგრამ მისი სურვილი იდავოს რიგ გარემოებებზე არ წარმოადგენს პროცესუალური მოვალეობის შესრულებისაგან გადახვევის საშუალებას. დავის სურვილი არ გამორიცხავს რომელიმე საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ვადის ათვლას და არაა გამონაკლისი საშუალება. თავისი შეხედულებით არასაპატიო მიზეზით შესაგებლის გვიან წარმოდგენას სასამართლო ვერ ჩათვლის საპატიო მიზეზად. მისი საპატიო მიზეზად ჩათვლა მხარეთა თანასწორობის დარღვევას გამოიწვევს, რადგანაც მოპასუხეს მოსარჩელის მსგავსი ვალდებულება გააჩნია და საპროცესო მოქმედებები უნდა შეასრულოს საამისოდ განსაზღვრულ ვადაში. მან არ შეასრულა თავისი ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი;

 

3.17. გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლომ არ გიზიარა მომჩივანის მოსაზრება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებულია მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტზე და მოთხოვნილია მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის წყაროდ მითითებულია ავტოავარია. ზიანის ანაზღაურების წესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში, შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სხვა დანარჩენი საკითხები (ზიანის წარმოშობაში ბრალი, ზიანის ოდენობა და ა. შ) წარმოადგენდა მთავარ სხდომაზე განსახილველ საკითხებს და მათი განხილვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ წარმოებს. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილად მიიჩნევა;

 

3.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიღო განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ტყიბულში და მიმდებარე სოფლებში არსებული დიდთოვლიანობა, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებას არ ჩათვალა საპატიოდ, რის გამოც არ აღუდგინა შესაგებლის წარმოსადგენად ვადა და არ გაუგრძელა გონივრული ვადით. ცნობა, რომელიც წარმოდგენილი იყო გარემოს დაცვის სააგენტოდან შეეხებოდა მხოლოდ ტყიბულის რაიონში მდებარე სოფელ მ---------- სასამართლომ ჩათვალა, რომ სოფელ მ--------–- თუ იყო მეტრზე მეტი თოვლი, ტყიბულში და სხვა მიმდებარე სოფლებში იქნებოდა მზიანი ამინდი;

 

4.2. ამავე დროს სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი იმყოფებოდა სოფელ ს-–----–-, ხოლო აპელანტს არ წარმოუდგენია სოფელ ს-–----–- არსებული ამინდის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. სოფელ ს-–----–- არსებული ამინდზე სასამართლომ იმიტომ გაამახვილა ყურადღება, რომ გზავნილი იქ ჰქონდა ჩაბარებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან სოფელ ს-–----–- არსებული ამინდის მონაცემები არ იყო წარმოდგენილი, ამიტომ არ მიიჩნია საპატიოდ და საკმარისად წარმოდგენილი დოკუმენტი - გარემოს დაცვის სააგნეტოს მიერ 2017 წლის 14 თებერვალს გაცემული ცნობა;

 

4.3. 2018 წლის 28.06 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით 2017 წლის 12-31 იანვრის პერიოდში ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ ს-–----–- თოვლის საფარი იყო 80-100 სმ., რითაც შეზღუდული იყო გადაადგილება, რის გამოც აპელანტმა ვერ მოახერხა შესაგებელი წარედგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული წარმოადგენს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 102-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებას, რომლითაც შესაგებლის წარმოუდგენლობა საპატიოდ უნდა ჩაეთვალა სასამართლოს;

 

4.4. საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის იყო ის ფაქტი, რომ შესაგებელი წარმოდგენილი იყო დადგენილი ვადის დარღვევით, შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შესაგებელი მართალია წარმოადგინეს დადგენილი 10 დღაინი ვადის დარღვევით, მაგრამ შესაგებელში მათ დააყენეს შუამდგომლობა, რომ მისი წარმოუდგენლობა ჩაეთვალათ საპატიოდ, რადგან მძიმე მეტერეოლოგიური პირობების გამო, ვერ მოახერხა შესაგებლის სასამართლოში წარმოდგენა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ. სასამართლოს უფლება აქვს და არა ვალდებულება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით. ამავე დროს სადაოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ კუთხითაც, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ მარათლებს სასარჩელო მოთხოვნას. წარმოდგენილი ფასები, რა დაზიანებაც იყო შეუსაბამოა საბაზრო ღირებულებასთან;

 

4.5. სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 59-ე, 65-ე, 201-ე, 102-ე, 215-ე, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

5.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

5.2. დადგენილია, რომ სს „------------------------------------- წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე იმ---- გ---------- მიმართ და მოითხოვა რეგრესის წესით თანხის - 5033.04 ლარის დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 25 იანვარს ქ. ტყიბულში მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა სა------------ კო------ „უ------–-“ (დაზღვევის პოლისი №------- დაზღვეული ა-–--–---–---------- (შემდგომში „დამზღვევი“) კუთვნილი ავტომანქანა „-----–---------- სახ. ნომრით K-----;

 

5.3. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი №------------- რომლის მიხედვითაც მომხდარი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ი----------------- ბრალით;

 

5.4. სა------------ კო------მ 2015 წლის 16 თებერვალს სა------------ შემთხვევის აქტის №------- საფუძველზე აუნაზღაურა დამზღვევს ბრალეული პირის მიერ მიყენებული ზიანი 5033.04 ლარის ოდენობით;

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად;

 

5.6. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ი----------------ს მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფებოდა;

 

5.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ტყიბულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალა ი-----------------ათვის (პ/ნ 4---------) ჩაებარებინა სარჩელი შემდეგ მისამართზე: ტყიბული, ბ------–---------------;

 

5.8. 2017 წლის 13 იანვარს ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ სს „------------------------------------- სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი----------------ს ჩაბარდა ტყიბული, სოფელ ს-–----–- 2017 წლის 11 იანვარს. ბინაზე გამოცხადების ოქმში ი----------------- მიერ მითითებული იქნა, რომ იგი რეგისტრირებულია ტყიბულში, ბ-----–-------------------ში, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობს ტყიბულის რაიონის სოფელ ს-–----–-;

 

5.9. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ ამ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და ამავე ვადაში არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის;

 

5.10. მოპასუხემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2017 წლის 16 თებერვალს. მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მის ძირითად მისამართად მიუთითა, ტყიბული, ბ-----–---------------. ამავე შესაგებელში მოპასუხემ იშუამდგომლა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა ჩათვლილიყო საპატიოდ, რადგან მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოახერხა მისი წარმოდგენა. დადგენილია, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად მოპაუხემ შესაგებელს დაურთო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობა, რომლის თანახმადაც 2017 წლის 12-31 იანვარს სოფელ მ--------–- თოვლის საფარის სიმაღლემ 80-100 სმ.-მდე შეადგინა;

 

5.11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხე ი----------------- მიერ შემოტანილი შესაგებელი სს ,-------------------------------------- სარჩელზე დარჩა განუხილველი;

 

5.12. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: №ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; №ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება, №ას-1424-1344-2017, 2018 წლის 16 იანვრის განჩინება);

 

5.13. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

5.14. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების ერთობლივად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას;

 

5.15. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია;

 

5.16. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მოპასუხემ მიუთითა ტყიბულში და მის მიმდებარე სოფლებში არსებულ დიდთოვლიანობაზე, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებას და შესაგებლის წარმოდგენას;

 

5.17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას;

 

5.18. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარმოუდგენლობას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

 

5.19. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ მიუთითა ისეთ სარწმუნო გარემოებაზე, რომელიც სსკ-ის 215-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზად შეფასდებოდა. ის ფაქტი, რომ 2017 წლის 12-31 იანვარს სოფელ მ--------–- თოვლის საფარის სიმაღლემ 80-100 სმ.-მდე შეადგინა, ვერ გახდება შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი იმ პირობებაში, როდესაც საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ აპელანტი ფაქტობრივად ცხოვრობს ტყიბულის რაიონის სოფელ ს-–----–-. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა 2017 წლის 11 იანვარს, შესაგებლის წარმოსადგენად კი დანიშნული ჰქონდა 10 დღე, ხოლო შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2017 წლის 16 თებერვალს;

 

5.20. სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის №ას-121-117-2016 გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია „შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შ ესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს“ . პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი გარკვეული საპროცესო სამართლებრივი სანქციის გამოყენებაში მდგომარეობს, სასამართლოს მიერ მოწვეული და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი, ან ისეთი მხარის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს. აღსანიშნავია, ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში, სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში, იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივად აფასებს მხარეთა შორის არსებულ სადავო სამართალურთიერთობას, რა დროსაც სარჩელის იურიდიული გამართულობა, მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება;

 

5.21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას;

 

5.22. პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, მოპასუხის მიერ არასაპტიო მიზეზით შესაგებლისწარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ არის კანონით გათვალისწინებული პირობა, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმპერატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაც კი არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (შედარებისთვის იხილეთ სსსკ-ის 230-ე მუხლი; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016);

 

5.23. აპელანტის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;

 

5.24. ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატის შეფასებით, უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზიები სასამართლოს მიერ მიყენებული ზიანის განსაზღვრისათვის შეუსაბამოდ მაღალი ფასის მითითებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დამატებით არ ხდება სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, არამედ ისინი გამოკვლეულად ითვლება;

 

5.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა