მუხლი 58. გარიგების ბათილობა მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო
1. მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.
2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.
3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. გარიგების ბათილობა ქმედუუნაცირეწლოვანების ან ფსიქიკური მოაშლილობის გამო 1. ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა ბათილია. 2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოაშლილობის დროს. 3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა სულგარით გების დავადმყოფების მიერას, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუნდ ეს პირი აც მ გარიგებით სარგებელს არ იყოღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ ქმხარდაჭერის მიმღებადუუ არ იყოს ცნობილი. საქართველოდ ს საღკონსტიტუციო სასამარეთლოს 2014 წლის 8 ოქტომბურის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(118)
საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
…დ.დ–ძეს, სადავო გარიგებების დადების დროს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულებების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რაც სსკ-ის 58.3 მუხლის საფუძველზე ქმნიდა სს,,თ.ბ–თან“ დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებისა და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილობის წინაპირობას. 24.3. სააპელაციო სასამართლომ…
საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…უარის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 27.03.2025წ. საოქმო განჩინების გაუქმება. 20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 20.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 58.3, 115-ე, 50-ე, 52-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები და ამით მთლიანად უგულებელყო კეთილსინდისიერების პრინციპი განსახილველ სამოქალაქო ურთიერთობაში. მოპასუხის მხრიდან…
საქმე №ას-209-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
…უნდა დარჩენილიყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილშიც, გამომდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, სშკ-ის 48.8, 48.9 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 58-ე, 394.1, 408.1 და 411-ე მუხლებიდან. 8.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ ჩათვალა იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების…
საქმე №ას-1640-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლიდან, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8-მე-9 ნაწილებიდან, 42-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 58-ე მუხლიდან, ასევე, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 409-ე მუხლიდან გამომდინარეობს. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული…
საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
…ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას სარჩენს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა [ სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები: ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია…
საქმე №ას-1098-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
საქმე №ას-588-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
საქმე №ას-1441-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქმე №ას-283-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-609-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023