ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი · სკ 55
ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
…ბრალდებულ ნ.ვ-ეს შორის 2011 წლის 18 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება. ნ.ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მ.ჯ-ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
…პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. სსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა არც სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის და არც ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შემადგენლობას და არც იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოპასუხემ მოსარჩელე მოატყუა ან სადავო გარიგება მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით დაიდო.
ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთ და საქართველოს სს კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა უფრო მსუბუქი ზომის სასჯელი - ჯარიმა 522700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
…დაყოფა და ცალ-ცალკე გასხვისება. რაც შეეხება შპს „პ. ჯ.-აში“ ვ. შ.-ი კუთვნილი 30 %–იანი წილის ფასს და აპელანტის ის არგუმენტი, რომ 2011 წლის 19 მაისის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული შეუსაბამოდ დაბალი ნასყიდობის ფასის გამო სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 55–ე მუხლის გამოყენების საფუძველი, პალატის მოსაზრებით მოკლებული იყო, როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას.
სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მისი მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 55, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-55/