1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.
3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა 1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. 2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. 3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ქამე კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნარწილით განობთვალის დწინებულმაკარგ შემთხვევამ, თუკი ეს მოვლენები დადგა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(314)
საქმე №ას-228-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
…აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს (იხ. სუსგ საქმე №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ საქმე №ას-753-721-2016, 17 მაისი, 2019 წელი). ამასთან,…
საქმე №ას-531-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2025
…ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა. (იხ. სუსგ №ას-753-721-2016, 17.05.2019 წ.). ამდენად, ვინაიდან საქმის…
საქმე №ბს-101(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…დაევალა, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზებას უკავშირდება საგადასახადო ორგანოს და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება, განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. გასაჩივრებისა და საჩივრის გადაწყვეტის წესს არეგულირებს…
საქმე №ას-909-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
…დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა ( სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით…
საქმე №ას-1332-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…ადგილი. 26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფასის შემცირება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა. 26.1. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ…
…სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას. 2. სამეთვალყურეო საბჭოზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ კანონის 209-ე−220-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე და 53-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 126. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება 1. პარტნიორთა…