1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;

ბ) მოტყუებით;

გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

დ) ჯგუფურად, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2017 წლის
1

ივნისის

კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017