დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№61-14 10 თებერვალი, 2014 წელი
ფ-ა კ.- 61-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
ადვოკატ – ვ. კ-ის
მსჯავრდებულ – კ. ფ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ფ-ას საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენით კ. ფ-ა, ძებნილი, ნასამართლევი (რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1997 წლის 18 აგვისტოდან. 1999 წლის 23 ოქტომბერს გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3.000 ლარი;
სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით;
სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 9 თვე, 25 დღე და კ. ფ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 29 წლით, 3 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.
(თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივნისის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით შერაცხული რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ პუნქტები და სსკ-ის 222-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა იმ დროს მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლ, მე-6 პუნქტებსა და სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებთან).
სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ფ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ფ-ის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 21 წლით, 11 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ფ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა და ამნისტიის შესახებ კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე სასჯელის სწორად ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით, როდესაც მსჯავრდებულს ¼-ით შეუმცირა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი, მაგრამ არ გაითვალისწინა იმავე კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.
პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ფ-ას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 16 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით - თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივნისის დადგენილებით შესაბამისობაში მოყვანილი რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელები (სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-6 პუნქტებით სასჯელად დანიშნული 9 წლიდან - 6 წელი და 9 თვე, ხოლო სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებით სასჯელად დანიშნული 1 წლიდან - 9 თვე) - სულ - 7 წელი და 6 თვე, რომელსაც უნდა გამოაკლდეს 1999 წლის 23 ოქტომბრამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი, 2 თვე, 5 დღე და კ. ფ-ას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 21 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.
ამდენად, გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№61-14 14 თებერვალი, 2014 წელი
ფ-ა კ.- 61-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ კ. ფ-ას მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენით კ. ფ-ა, ძებნილი, ნასამართლევი (რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1997 წლის 18 აგვისტოდან. 1999 წლის 23 ოქტომბერს გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3.000 ლარი;
სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით;
სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 9 თვე, 25 დღე და კ. ფ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 29 წლით, 3 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.
(თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივნისის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით შერაცხული რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ პუნქტები და სსკ-ის 222-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა იმ დროს მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლ, მე-6 პუნქტებსა და სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებთან).
სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ფ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ფ-ის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 21 წლით, 11 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ კ. ფ-ას მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
პალატამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უცვლელად დატოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება, თუმცა სამოტივაციო ნაწილში ნამსჯელი აქვს იმავე განჩინებაში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შესატან ცვლილებაზე.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.
პალატამ იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ კ. ფ-ას მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოცხადების დროს გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მსჯავრდებულ კ. ფ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ფ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 8 წელი, 6 თვე და განესაზღვროს - 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვროს 16 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით - თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივნისის დადგენილებით შესაბამისობაში მოყვანილი რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელები (სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-6 პუნქტებით სასჯელად დანიშნული 9 წლიდან - 6 წელი და 9 თვე, ხოლო სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებით სასჯელად დანიშნული 1 წლიდან - 9 თვე) - სულ - 7 წელი და 6 თვე, რომელსაც გამოაკლდეს 1999 წლის 23 ოქტომბრამდე მოხდილი სასჯელი - 2 წელი, 2 თვე, 5 დღე და კ. ფ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 21 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განჩინების განუყოფელ ნაწილს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.