საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1771-13 28 თებერვალი, 2013 წელი
გ-ი დ., 1771-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
ადვოკატ – დ. ნ-ის
მსჯავრდებულ _ დ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის მუნიციპალურთაშორისო რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნული განაჩენით დ. გ-ის მიმართ შერაცხული ქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის დადგენილებით შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებთან.
აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით დ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 4 თვე, 24 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 4 თვისა და 24 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის დადგენილებით საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ამ ნაწილში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. გ-ის საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 18 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 23 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სასამართლომ ბოლო განაჩენით მისჯილ სასჯელზე დამატებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებისას ათვლის თარიღად მიიჩნია 2007 წლის 23 ივლისი; მას ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის მუნიციპალურთაშორისო რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მისჯილი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ეწურებოდა 2008 წლის 16 დეკემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ. გ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მისთვის სასჯელის საბოლოო ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რომლის ათვლაც იწყება 2007 წლის 23 ივლისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 1998 წლის 18 დეკემბრიდან. შესაბამისად, მას ამ მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს 2007 წლის 23 ივლისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი -10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 1998 წლის 18 დეკემბრიდან. შესაბამისად, მას ამ მუხლით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა აეთვალოს 2007 წლის 23 ივლისიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე