1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის.
2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.
3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6814 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
IV. სეკიურიტიზაციის ფონდი, სეკიურიტიზაციის განყოფილება
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3942 - ვებგვერდი, 27.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3942
- 14.07.2020 კანონი №6814
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 492. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი) 1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის. 2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია. 3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა. კარიIV. მეორესეკიურიტიზაციის გარიგებანიფონდი, თავისეკიურიტიზაციის პირველი ზოგადი ნორმებიგანყოფილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება