1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა მესამე პირებს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების გამო, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
2. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(288)
- საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…ნათელი იყო, რომ საჭირო საკარანტინე სივრცეების წინასწარ ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა, ამას არც კასატორი უარყოფს. მეტიც, სახელმწიფოს მიერ საკარანტინე სივრცეების პოტენციური გამოყოფა ხდებოდა მისთვის კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლებით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის…
- საქმე №ბს-246(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…ხარჯები) მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით (იხ. 24.06.2021წ. სხდომის ოქმი 14:48 და 16.09.2021წ. სხდომის ოქმი 12:33). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად…
- საქმე №ას-881-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
…27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების…
- საქმე №ბს-160(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
…მოთხოვნასთან დაკავშირებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს ( სსკ 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი…
- საქმე №ბს-63(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
…საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მასვე სწორად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. ადვოკატისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 37-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განსაზღვრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული საპროცესო ხარჯისა და სხვა…
- საქმე №ას-632-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
- საქმე №ას-40-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2024
- საქმე №ას-1301-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
- საქმე №ას-1521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
- საქმე №ას-1446-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №ას-1284-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-10-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
- საქმე №ას-1110-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ას-1493-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-1493-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №ას-463-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2023
- საქმე №ას-425-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ას-270-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-148-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-146-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2023
- საქმე №ას-180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-1338-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ას-1062-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1404-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1414-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-481-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-1067-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
- საქმე №ას-182-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
- საქმე №ას-736-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
- საქმე №ას-477-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-868-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-937-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-465-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2022
- საქმე №ას-754-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2022
- საქმე №ას-931-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-628-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №ას-420-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 288-დან.