1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
1
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციის შესახებ განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას;
ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
3. აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
4. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
5. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №651 - ვებგვერდი, 12.06.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.05.2013 კანონი №651
- 01.07.2011 კანონი №5017
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(234)
- საქმე №ას-303-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2025
…წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სსსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სააპელაციო…
- საქმე №ას-881-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
…პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური…
- საქმე №ას-1277-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
…წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 29.06.2018 წელს (ტ.1, ს.ფ. 2). ამდენად, დადგენილია, რომ დასაქმებულმა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ 30 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვა წერილობითი დასაბუთება, ხოლო ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ 30 კალენდარული დღის ვადაში - 29.06.2018 წელს სარჩელით სადავოდ გახადა დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების…
- საქმე №ას-40-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2024
…გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. 27. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების…
- საქმე №ას-1301-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
…„ა“ ქვეპუნქტი „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალების შემცირებას“. 13. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (შენიშვნა: იხ. მოქმედი რედაქციის 47-ე-48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს…
- საქმე №ას-1521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
- საქმე №ას-657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ას-1446-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №ას-1284-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-1110-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №ას-1493-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-1493-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-463-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2023
- საქმე №ას-148-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ას-180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-1062-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1404-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-376-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ას-1414-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-481-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-901-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-1067-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
- საქმე №ას-182-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
- საქმე №ას-352-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-754-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2022
- საქმე №ას-931-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-420-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №ბს-516(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ას-1279-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ას-475-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-573-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-137-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
- საქმე №ას-493-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-1209-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022
- საქმე №ას-1334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ას-928-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2022
- საქმე №ას-224-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-119-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-331-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2022
- საქმე №ას-1227-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 234-დან.