1. დასაშვებია, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:

ა) სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა;

ბ) სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);

გ) სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).

2. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის   82-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის დადგენილი შეტყობინების წესებ