არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№359
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017524
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2013 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203851545) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  2014 წლის პირველ აპრილამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად –  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამფუძნებლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

5.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის  №75 დადგენილება 2014 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203851545)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი