არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №187 |
|
2013 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ მიღებულია 29.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017354.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“, №187, 29.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017354 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1977909/