არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №194 |
|
2013 წლის 30 ივლისი ქ.თბილისი |
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977) რეგისტრაციის გაუქმება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 30.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №194. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017361.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“, №194, 30.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017361 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1978940/