არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.07.2013 ბოლო ცვლილება 22.11.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად −  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს  სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი დეკემბრის №456 დადგენილება.

7. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი