არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 |
|
2013 წლის 29 ივლისი ქ.თბილისი |
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №413 დადგენილება.
7. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
|