არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№358
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017525
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №358

2013 წლის 24 დეკემბერი

   ქ.თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  2014 წლის პირველ აპრილამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად  –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამფუძნებლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №73 დადგენილება 2014 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2013.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ მიღებულია 24.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №358. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017525.
რამდენი მუხლისგან შედგება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“, №358, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017525 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2153652/