არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №193 |
|
2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი |
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველს სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №448 დადგენილება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 30.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017360.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“, №193, 30.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017360 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1978929/