არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№189
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №189

2013 წლის  29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)  2013  წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)   სამართალმემკვიდრედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც  წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი