საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №203
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი ტექნოლოგიების დანერგვა და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა კვლევაზე დაყრდნობით . აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კვლევითი სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.
მუხლი 1. საქართველოს მთავრობასა და ა(ა)იპ – კვლევის და განვითარების ტექნოლოგიებ ი , Inc-ს შორის 2012 წლის 4 ივნისს გაფორმებული „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“შეთანხმებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად , საქართველოში კვლევის და უმაღლესი განათლების განვითარების, უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი თ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებად განისაზღვრონ – სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – კვლევის და განვითარების ტექნოლოგიებ ი, Inc ( ს აიდენტიფიკაციო კ ოდი – 404943736 , იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მარგიანის ქ. №21) .
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
6 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №203
2012 წლის 8 ივნისი
ქ.
თბილისისაქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ
უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი ტექნოლოგიების დანერგვა და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა კვლევაზე დაყრდნობით . აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კვლევითი სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.
მუხლი 1. საქართველოს მთავრობასა და ა(ა)იპ –
კვლევის და განვითარების ტექნოლოგიები
, Inc-ს შორის 2012 წლის 4 ივნისსგაფორმებული „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“
შეთანხმებისა და „
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად
, საქართველოში კვლევის და უმაღლესი განათლების განვითარების, უმაღლეს განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით:1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებად განისაზღვრონ – სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს
და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – კვლევის და განვითარების ტექნოლოგიები,
Inc (საიდენტიფიკაციო
კოდი – 404943736
, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მარგიანის ქ. №21).
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
6
. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური