საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.02.2012 ძალადაკარგული 24.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 75

2012 წლის 2 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ა 2012 წლის 20მარტამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ა ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის უფლებამონაცვლედ.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს ირინე პოპიაშვილს, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე.

4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის პროგრამული დაფინანსება.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემი ისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური