მუხლი 35. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი · სკ 35
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.
2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები.
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. 2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. 4. არაკომერციულიარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისუფლებამოსილებების წარმოშობისაწარმოშობასა და შეწყვეტისშეწყვეტაზე მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისკანონით მე-9მეწარმის მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრულიდადგენილი ზოგადი წესები. 5. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით საქმიანი წერილისა და ვებგვერდისთვის დადგენილი წესები. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №617 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.168 საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1051 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.59 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(98)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 98-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-860-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
დაფუძნების შემდეგ, საკრებულომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მიანიჭა ნ.ნ–ძეს.
საქმე №ას-40-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
…დაკისრება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული იყო. 18. სარჩელით მოთხოვნილ 2021-2023 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხასთან მიმართებით, ჯამში 4625 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 31.1 და 35-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს 2021-2022 წლებში კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია და ამავდროულად, არც დამსაქმებლისათვის მიუმართავს შვებულების მომდევნო წელს გადატანის მოთხოვნით, რის გამოც დასახელებულ წლებზე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
საქმე №ას-815-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა,…
საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2024
…დირიჟაბლი, ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი). მე-9 მუხლის თანახმად, ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია (სსსკ); 35-ე მუხლის შესაბამისად, სსსკ-ში გამოკვლეულ იმ პირზე, რომელიც ვარგისად ჩაითვლება, სსსკ გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს;
საქმე №ას-67-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანამდებობიდან გათავისუფლდა არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
საქმე №ას-280-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
საქმე №ას-1448-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-1400-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №ას-1197-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2023
საქმე №ას-1142-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
საქმე №ას-424-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2022
საქმე №ას-1293-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
საქმე №ას-81-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №ას-536-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022
საქმე №ას-691-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ას-744-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-726-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2021
საქმე №ას-918-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2021
საქმე №ას-114-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 35, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-35/