1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს პარტნიორთა შეთანხმებას და განცხადებას. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა მიეთითოს:
ა)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
ბ)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
გ)
რეორგანიზაციის ან
ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
დ)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.
21. მარეგისტრირებელი ორგანო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ქმნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართს, რომელზედაც ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესები.
22. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3827 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №887 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3451 - ვებგვერდი, 25.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3451
- 02.08.2021 კანონი №887
- 30.11.2018 კანონი №3827
- 01.07.2011 კანონი №5017
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(64)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…10.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო თავად მოპასუხის მხრიდან, მის რეგისტრაციამდე წლების განმავლობაში. ამდენად, რეგისტრირებული დიზაინი არ აკმაყოფილებს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია. 11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი 11.1. განჩინება…
- საქმე №ას-1409-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…გადაცემას. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. N255 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს” და განმარტავს, რომ წესის 29.1, 29.3 და 31.1 მუხლების თანახმად, ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის…
- საქმე №ას-1279-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან აცილების/თვითაცილების საფუძველი. ამგვარად კი, ვერ ჩაითვლება მხარის მიერ განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობად მითითებული გარემოებები. 20. სსკ-ის 29-ე მუხლი განსაზღვრავს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის წინაპირობებს, კერძოდ: 1. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის…
- საქმე №ზ-45-ბ-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2024
…საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინების, საქმე #ას-1083-2023, გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 29-ე, 30-ე, 31-ე მუხლებშია მოცემული მოსამართლეთა აცილებისა თუ საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობის მოწესრიგება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. 18.…
- საქმე №ბს-501(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2023
…სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის მიერ, იმავე მხარის მიმართ განხილულ სხვა სამართლებრივ დავაში მონაწილეობა იმთავითვე არ ჰქმნის მისი მხრიდან მიკერძოებულობის ეჭვის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 29-ე მუხლი გამორიცხავს მოსამართლის მონაწილეობას მის მიერ უკვე განხილული საქმის სხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვაში. საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია…
- საქმე №ას-1211-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ას-468-468-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2020
- საქმე №ას-1239-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-134-126-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ას-495-463-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №ბს-376-373(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №ბ-1477-2(ბ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2016
- საქმე №ბს-248-246(კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2016
- საქმე №ას-844-794-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2015
- საქმე №ას-1329-1267-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2015
- საქმე №ას-608-576-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ბს-31-1(ბ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
- საქმე №ბს-229-226(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2014
- საქმე №ბს-160-157(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2014
- საქმე №ას-671-892-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2009
- საქმე №ბს-908-768-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
- საქმე №ბს-662-634(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2008
- საქმე №ას-551-934-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2006
- საქმე №ას-1370-1495-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2006
- საქმე №ა-3388-ბ-43-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2006
- საქმე №ას-1374-1499-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2005
- საქმე №ას-851-1090-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2004
- საქმე №ბს-429-374-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2004
- საქმე №ას-734-1374-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2004
- საქმე №ას-371-1053-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2004
- საქმე №1119-გ-38-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.11.2003
- საქმე №ას-473-1113-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2003
- საქმე №ბს-103-290-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2003
- საქმე №3გ-ად-473-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2003
- საქმე №3კ/1498-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №3გ-ად-259კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2003
- საქმე №3კ/1386-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2003
- საქმე №3კ/1487-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2003
- საქმე №3გ-ად-259კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2002
- საქმე №3გ-ად-368-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2002
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 64-დან.