დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-551-934-06 16 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის
მოსამართლე ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შენობის ნატურით გადაცემა, სააღსრულებო გადასახადისაგან განთავისუფლება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 24 დეკემბერს სს «ო. თ-ის» კრედიტორთა ჯგუფმა სარჩელი აღძრა სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ შენობის ნატურით გადაცემის, სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების, სააღსრულებო მოსაკრებლის გადასახადისაგან განთავისუფლებისა და ქონების ნატურით გადაცემის შემდეგ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სს «ო. თ-სს» დაეკისრა მათ სასარგებლოდ 156 430 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ... ¹28-ში მდებარე სს «ო. თ-ის» კუთვნილ შენობას, რომლის საჯარო ვაჭრობით გასხვისებისათვის აუქციონი სამჯერ დაინიშნა, თუმცა, შესყიდვის მსურველთა განაცხადის არარსებობის გამო, შენობა ვერ გაიყიდა. საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოხსნეს.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ს/ს «ო. თ-ის» კრედიტორებს გადაეცა მოვალის _ ს/ს «ო. თ-ის» კუთვნილი ორსართულიანი 660,48 კვ.მ შენობა‚ მდებარე ქ.თბილისში, ... ¹28-ში, რომელიც საჯარო ვაჭრობის გზით აუქციონზე არ გაიყიდა. მოსარჩელეები სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო მოცემულ საქმეზე სააღსრულებო წარმოება შეწყდა.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს «ო. თ-ის» კრედიტორთა ჯგუფის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის არასათანადო მოპასუხედ ცნობისა და მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ. მხარემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს კი, დებულების თანახმად, აღნიშნული ფუნქცია არ ეკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც შ. ხ-იკმა, ნ. გ-ძემ, ო.ნ-შვილმა, დ. წ-ია-ნ-შვილმა, თ. ა-ურმა, შ. დ-ძემ, ც. ნ-ძემ, ნ. ტ-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. ბ-იამ, ლ. ნ-ძემ, ე. გ-ძემ, მ. ჭ-იამ, ვ. მ-შვილმა, ლ. ა-იანმა, მ., ლ. და გ. გ-იანებმა, ლ. ბ-ძემ, ო. ლ-ძემ, თ. ნ-შვილმა, დ. ს-ძემ, კ. ს-იანმა, უ.გ-შვილმა, რ. დ-იამ, თ. ფ-იძემ, ნ. ხ-შვილმა, ნ. ნ-ძემ, ნ. ა-შვილმა, ტ. გ-ვამ, ნ. ტ-იანმა, ნ. ჩ-ძემ, თ. ნ-ძემ, ნ. ჩ-ძემ, მ. ქ-ძემ, ქ. ბ-იამ, დ. გ-შვილმა, ნ. ლ-იანმა, ნ. მ-ძემ და პ. დ-ჩმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რაც განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პალატას შუმადგომლობით მიმართეს დ. წ-ია-ჯ-შვილმა, ნ. გ-ძემ, ო. ნ-შვილმა, შ. ხ-კმა, შ. დ-ძემ, ც. ნ-ძემ, ნ. ტ-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. ბ-იამ, ლ. ნ-ძემ, ე. გ-ძემ, მ. ჭ-იამ, ვ. მ-შვილმა, ლ. ა-იანმა, მ., გ. და ლ. გ-იანებმა, ლ. ბ-ძემ, ო. ლ-ძემ, თ. ნ-შვილმა, დ. ს-ძემ, კ. ს-იანმა, უ. გ-შვილმა, რ. დ-იამ, თ. ფ-იძემ, ნ. ხ-შვილმა, ნ. ნ-ძემ, ნ. ა-შვილმა, ტ. გ-ვამ, ნ. ტ-იანმა, ნ. და ნ. ჩ-ძეებმა, თ. ნ-ძემ, მ. ქ-ძემ, ქ. ბ-იამ, დ. გ-შვილმა, ნ. ტ-ძემ, პ. დ-ჩმა და ნ. მ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს მოსამართლეების _ ნ.კვანტალიანის, მ.სულხანიშვილის, მ.გოგიშვილის, რ.ნადირიანისა და თ.თოდრიას აცილება, საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა და მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით, დასახელებულ მოსამართლეთა აცილების მოთხოვნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მითითებული მოსამართლეები მონაწილეობდნენ საკასაციო ინსტანციაში მოცემული საქმის განხილვაში და კერძო საჩივრის ავტორთა ინტერესების საწინააღმდეგო განჩინებები მიიღეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების, საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და ზეპირი განხილვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი კი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმისა და ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მომხსენებელი მოსამართლის მიერ განხილულ უნდა იქნეს ერთპიროვნულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მოცემული საქმის განხილვისას სს «ო. თ-სის» კრედიტორთა ჯგუფის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის არასათანადო მოპასუხედ ცნობისა და მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც შ. ხ-კმა, ნ. გ-ძემ და სხვებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით.
სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კერძო საჩივრით საჩივრდება არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული კატეგორიის განჩინებები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი შეტანილია განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის არასათანადო მხარედ ცნობასა და მოპასუხეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონდმდებლობა კი აღნიშნული კატეგორიის განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაუშვებლობის საფუძველი გამოვლინდა აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღების შემდგომ, თუმცა კერძო საჩივარი ზემოხსენებული ნორმის თანახმად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დ.წ-ია-ჯ-შვილისა და სხვათა შუამდგომლობას საქმის განხილვისაგან მოსამართლეების _ ნ.კვანტალიანის აცილების შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია საქმის განხილვა იმ მოსამართლის მიერ, რომელსაც აღნიშნული საქმე სხვა ინსტანციის სასამართლოში უკვე განხილული აქვს. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე ნ. კვანტალიანს წარმოდგენილი საქმე განხილული აქვს საკასაციო ინსტანციაში, რაც მისი აცილების საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება მოსამართლეების _ მ.გოგიშვილის, მ.სულხანიშვილს, რ.ნადირიანისა და თ.თოდრიას აცილებას, შუამდგომლობა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან დასახელებული მოსამართლეები წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობენ.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს შუამდგომლობის ავტორთა მოთხოვნას მოცემული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რადგან, სსკ-ის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილევლად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); მოცემულ შემთხვევაში არც საქმის მასალებით და არც მხარეთა განმარტებით ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა არ დასტურდება.
რაც შეეხება წარმოდგენილ შუამდგომლობას კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის შესახებ, სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 401-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელოს მხარეთა დაუსწრებლად, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 414-ე, 420-ე, მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ხ-კის, ნ. გ-ძის, ო. ნ-შვილის, დ. წ-ია-ნ-შვილის, თ. ა-ურის, შ. დ-ძის, ც. ნ-ძის, ნ. ტ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. ბ-იას, ლ. ნ-ძის, ე. გ-ძის, მ. ჭ-იას, ვ. მ-შვილის, ლ. ა-იანის, მ., ლ. და გ. გ-იანების, ლ. ბ-ძის, ო. ლ-ძის, თ. ნ-შვილის, დ. სა-ძის, კ. ს-იანის, უ. გ-შვილის, რ. დ-იას, თ. ფ-ძის, ნ. ხ-შვილის, ნ. ნ-ძის, ნ. ა-შვილის, ტ. გ-ვას, ნ. ტ-იანის, ნ. ჩ-ძის, თ. ნ-ძის, ნ. ჩ-ძის, მ. ქ-ძის, ქ. ბ-იას, დ. გ-შვილის, ნ. ლ-იანის, ნ. მ-ძისა და პ. დ-ჩის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
არ დაკმაყოფილდეს დ. წ-ია-ჯ-იშვილის, ნ. გ-ძის, ო. ნ-შვილის, შ. ხ-კის, შ. დ-ძის, ც. ნ-ძის, ნ. ტ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. ბ-იას, ლ. ნ-ძის, ე.გ-ძის, მ. ჭ-იას, ვ. მ-შვილის, ლ. ა-ინაის, მ., გ. და ლ. გ-ნების, ლ. ბ-ძის, ო. ლ-ძის, თ. ნ-შვიილის, დ. ს-ძის, კ. ს-იანის, უ. გ-შვილის, რ. დ-იას, თ. ფ-ძის, ნ. ხ-შვილის, ნ. ნ-ძის, ნ. ა-შვილის, ტ. გ-ვას, ნ. ტ-იანის, ნ. და ნ. ჩ-იძეების, თ. ნ-ძის, მ. ქ-ძის, ქ. ბ-იას, დ. გ-შვილის, ნ. ტ-ძის, პ.დ-სა და ნ. მ-ძის შუამდგომლობა მოსამართლეების _ ნ.კვანტალიანის, მ.სულხანიშვილის, მ.გოგიშვილის, რ.ნადირიანისა და თ.თოდრიას აცილების, საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემისა და ზეპირი მოსმენით განხილვის დანიშვნის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.