მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
21. იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესს, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვისკომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითკანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვისხელმისაწვდომობისთვის დადგენილ,გათვალისწინებულ ასევეგადაწყვეტილებებს. „მეწარმეთა2. შესახებ“არასამეწარმეო საქართველოს(არაკომერციული) კანონისიურიდიული 14²პირის მუხლითდაშლა გათვალისწინებულხდება გადაწყვეტილებებს.„მეწარმეთა 2.შესახებ“ მარეგისტრირებელისაქართველოს ორგანოსკანონით მიერდადგენილი ზოგადი წესით. 21. იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისდაშლის შესახებწესს, გადაწყვეტილებისრომლის გაუქმებისდამფუძნებელია წესისახელმწიფო განისაზღვრებაან „მეწარმეთამუნიციპალიტეტი, შესახებ“ამტკიცებს საქართველოს კანონისეკონომიკისა 14²და მუხლით.მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს; ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(63)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 63-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-860-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სშკ-ის 32-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მოსარჩელესთან სასამსახური ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება არ დადასტურდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსსკ-ის შესაბამისად არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
…კოდექსის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა პროკურატურა, იდენტურად იყო მოწესრიგებული აღნიშნული საკითხი დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. სსკ-ის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს წარმოადგენს პროკურატურა, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი.
საქმე №ას-175-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილზე ((არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება), ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და…
საქმე №ზ-149-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
ბ) ან თუ მოსამართლეს, ან სასამართლოს მთლიან შემადგენლობას საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ (სსსკ-ის 30-31-ე მუხლები), გ) თუ არსებობდა თვითაცილების საფუძველი და ამის შესახებ მიღებულია შესაბამისი განჩინება ( სსკ-ის 32-ე მუხლი), დ) თუ მოსამართლე, ან მოსამართლეები დროებით ჩამოცილებული იყვნენ საქმეთა განხილვისაგან ( „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი), ე) ან არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-43-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ.
საქმე №ზ-45-ბ-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2024
ბ) ან თუ მოსამართლეს, ან სასამართლოს მთლიან შემადგენლობას საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ (სსსკ-ის 30-31-ე მუხლები), გ) თუ არსებობდა თვითაცილების საფუძველი და ამის შესახებ მიღებულია შესაბამისი განჩინება ( სსკ-ის 32-ე მუხლი), დ) თუ მოსამართლე, ან მოსამართლეები დროებით ჩამოცილებული იყვნენ საქმეთა განხილვისაგან ( „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი), ე) ან არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-43-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ.
საქმე №ბს-66(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ას-1178-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2020
საქმე №ას-1337-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
საქმე №ას-52-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 32, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-32/