საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 26.06.1997
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კოდექსს 492 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები:
„IV. სეკიურიტიზაციის ფონდი, სეკიურიტიზაციის განყოფილება“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 493 და 494 მუხლები:
„მუხლი 493. სეკიურიტიზაციის ფონდი
1. სეკიურიტიზაციის ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის.
2. სეკიურიტიზაციის ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია.
1. სეკიურიტიზაციის განყოფილება არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. სეკიურიტიზაციის განყოფილება იურიდიული პირი არ არის.
2. სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.
3. სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილებას სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს სეკიურიტიზაციის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი სეკიურიტიზაციის კომპანიამ დანიშნა.“.
3. 289-ე მუხლის 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3942-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3942-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.102191.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3942-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.102191 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5997372/