საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდს (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა) ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.“.
2. 37-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვა გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიისა) ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან და ტყის რესურსების დატაცებისაგან.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 მუხლითა და მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველობით – ფიზიკური პირები ან იურიდიული პირები.“.
3. 371 მუხლი ამოღებულ იქნეს.
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მიზნით შესაბამის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დადგენილი წესით სამსახურში მიღებამდე აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 3 თვის ვადით (2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე) უზრუნველყოს მისი მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით არაუმეტეს 450 პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2018 წ. N4147-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4147-რს. სარეგისტრაციო კოდი — 390000000.05.001.019386.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4147-რს, 26.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019386 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4435815/